The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაზი დუმბაძე

ნაზი დუმბაძე
ოფიციალური სახელი:ნათელა დუმბაძე
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 2006  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული და ესპანური ენების განხრით 1955 წელს.

სიმღერა დაიწყო ინსტიტუტის თვითმოქმედ კოლექტივში; 1956 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; მღეროდა სხვადასხვა საესტრადო კოლექტივში; "ლალე" (1956-1957, ხელმძღ. ე. სეფაშვილი), "რერო" (1957-1969, ხელმძღ. კ. პევზნერი), "დიელო" (1969-1971, ხელმძღ. ა. ებრალიძე), "ჯაზ-ქორალი" (1971-1972, ხელმძღ. ა. კილაძე); მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რომელთაგან აღსანიშნავია: დ. არაყიშვილის "ურმული", გ. ცაბაძის "ჯარისკაცის დედა", "ლალე", "პაემანზე", ო. თევდორაძის "სიყვარული მოგვრევია"; 1956 წელს გახდა მოსკოვის სტუდენტი ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. ესტრადის მომღერალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.509; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.50

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: