The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გოცირიძე

Date of birth:11 November, 1939  (85 years)
Category:Conductor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს.

1964–1967წწ. იყო ქ. ჟუკოვსკის(მოსკოვის ოლქი) თვითმოქმედი სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1967–1969წწ. ქ. ალმა–ატას (ყაზახეთი) სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, პარალელურად ალმა–ატას ხელოვნების ინსტიტუტის პედაგოგი(სიმფონიური დირიჟორობა); 1969–1970წწ. ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის დირიჟორი, 1970–1972წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და სახელმწიფო ფილარმონიის დირიჟორი; 1970–1971წწ. გაიარა სტაჟირება ავსტრიაში; 1971 წელს მ. როსტროპოვიჩმა თბილისში გამართა კონცერტების ციკლი, რომლებსაც დირიჟორობდა გიორგი გოცირიძე, ამ კონცერტებმა ვიოლონჩელოს კონცერტის ჟანრის თითქმის მთელი კლასიკური რეპერტუარი მოიცვა; 1973 წლიდან მუშაობდა ეგვიპტეში; მოღვაწეობდა ოდესაში სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად; ოდესასა და მოსკოვში გამართა ო. თაქთაქიშვილის, ს. ცინცაძის საავტორო კონცერტები, აქვე თანამშრომლობდა ქართველ მუსიკოსებთან: ე. ვირსალაძე, მ. ამირანაშვილი, ლ. ისაკაძე, ლ. თორაძე; მის რეპერტუარში იყო, ქართული: მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი", ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", ა. ცინცაძე ორატორია "უკვდავება", ჯ. ადამაშვილი საყვირის კონცერტი; სხვა რეპერტუარი: მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა", პუჩინი "ბოჰემა", როსინი "სევილიელი დალაქი", ლეონკავალო "ჯამბაზები", ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"; სიმფონიები: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, ბრამსი, შუმანი, შუბერტი, ლისტი, ფრანკი, მალერი, სიბელიუსი, ჩაიკოვსკი, ბოროდინი, სკრიაბინი, შოსტაკოვიჩი (ყველა სიმფონია).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 123



Share: