შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დუნდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს. 1958-1968წწ. მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში; 1968 წლიდან ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, შემდეგ არქეოლოგიური კვლევის ცენტრში; კითხულობს ლექციების კურსს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; იკვლევს ანტიკური და ფეოდალური ხანის ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ნუმიზმატიკის დარგში ქართულ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე. ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1996). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.511 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |