შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გრიგოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს (მუსიკის თეორია). 1973 წლიდან მუშაობდა განათლების სამინისტროს ესთეტიკური აღზრდის სამეცნიერო მეთოდურ კაბინეტში, მეთოდისტად; 1975 წლიდან იყო საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის მუსიკალურ გადაცემათა რედაქტორი, 120–ზე მეტი მუსიკალური ტელე და რადიო გადაცემის ავტორი; დააარსა გადაცემა "დილის ტალღაზე", რომელმაც ფართო პოპულარობა მოიპოვა; 1983 წლიდან მუშაობდა საცირკო და საესტრადო ხელოვნების სასწავლებელში, სადაც დააარსა საგანი "ჯაზური და თანამედროვე მუსიკის სტილების ისტორია"; 1987–1993წწ. იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში მუსიკალური ინფორმაციისა და პროპაგანდის დირექტორი; 1988 წელს დააარსა და მისი რედაქტორორბით გამოდიოდა ჟურნალი "Грузия музыкальная" (რუსულ ენაზე) და "Giorgia muzikal" (ინგლისურ ენაზე); იყო 30–მდე სტატიის ავტორი; 1992 წელს ვლადიმერ გრიგოლაშვილი და მის მიერ დაარსებული საქართველოს მუსიკალურ ინფორმაციული ცენტრი გახდა იუნესკოსთან არსებული მუსიკალურ საინფორმაციო ცენტრების ასოციაციის (IAMIC) წევრი; ის შეყვანილია მსოფლიო ჟურნალისტების ენციკლოპედიურ ლექსიკონში. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 125 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |