შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1960წწ. მუშაობდა ტყიბულში რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ორდინატორად, 1960-1962წწ. საქართველოს სამოქალაქო საავიაციო მედიცინის ლაბორატორიაში ქირურგად; II საავადმყოფოს ქირურგიულ კლინიკაში, 1963 წლიდან ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასისტენტად, 1980 წლიდან დოცენტად, 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის გამგედ. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გვირგვინოვანი არტერიების ქირურგიულ ანატომიას, ღვიძლის მილოვანი სტრუქტურების ინტრაორგანულ ტოპოგრაფიას, ღვიძლის ექსპერიმენტულ მორფოლოგიასა და ოპერაციულ ქირურგიას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თბილისის სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრების ისტორიის ნარკვევები"(1991). ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინაგულთა არტერიების ქირურგიული ანატომია", დაიცვა 1977 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.299 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |