The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ გრიქუროვი

ედუარდ გრიქუროვი
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1907
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1982  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლენინგრადი
კატეგორია:დირიჟორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(საფორტეპიანო, საკომპოზიციო), ლენინგრადის კონსერვატორია 1933 წელს (სადირიჟორო).

1937 წლიდან ეწეოდა სადირიჟორო მოღვაწეობას; 1944–1956წწ. იყო ლენინგრადის მცირე თეატრის დირიჟორი, 1956–1960წწ. ლენინგრადის მარიას ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორილ; 1960 წლიდან ლენინგრადი კონსერვატორიის პედაგოგი (დირიჟორობა), 1971 წლიდან პროფესორი; ჰყავდა ქართველი მოწაფეები: თ ჯაფარიძე, ვ. ჟორდანია; სომეხი მუსიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 125

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - რუსეთის სახალხო არტისტი
  • 1951 - სტალინური პრემია

გააზიარე: