The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ყურაშვილი

დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ვინიცის(უკრაინა) ნ.ი. პიროგოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1978წწ. იყო ექიმი-ინტერნი(რუსეთი); 1978-1981წწ. ექიმი-ორდინატორი(რუსეთი); 1981-1982წწ. უფროსი ლაბორანტი(უკრაინა); 1983-1987წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი(უკრაინა); 1987-1990წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი(უკრაინა); 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის №6 კათედრის თანამშრომელი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის, 2 გამოგონების, 80 რაციონალიზატორული წინადადების და 1 მეთოდური რეკომენდაციის. ფლობს ჩინური მედიცინის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს. მიღებული აქვს საკავშირო "ВОНРИ"-ის სიგელი, სამკერდე ნიშანი "Изобретатель СССР" (1988), საკავშირო "ВОНГЭ"-ს I ხარისხის დიპლომი (1990). თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Компонентный состав массы верхней конечности и факторы, его регулирующие", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.301

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის "РОАНГЭ"-ს წევრი

გააზიარე: