The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიტალი ყურაშვილი

ვიტალი ყურაშვილი
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1920  (105 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯოლევი, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს.

1948-1951წწ. ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურა ვირუსოლოგიის სპეციალობით; 1942-1948წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1951-1954წწ. იყო ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ვირუსოლოგი; 1954-1967წწ. თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვირუსოლოგიის  ლაბორატორიის გამგე; 1967-1988წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის და ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგე; 1988 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა გრიპის, იმუნოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, პოლიომელიტის, ეპიდემიოლოგიის პროფილაქტიკის, მართვადი ინფექციების პროფილაქტიკის საკითხებზე, ზოგიერთ ბაქტერიაზე, მათი ბაქტერიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის პროფილაქტიკის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 14 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ვირუსოლოგი,  ეპიდემიოლოგი, მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თეა - "Влияние нервной системы на течение экспериментальной гриппозной инфекции", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Экспериментальнное изучение патогенеза гриппа и формирования противогриппозного иммунитета", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.302

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის აკადემია, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: