The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლატავრა ყურაშვილი

Date of birth:21 August, 1940  (84 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1965-1966წწ. იყო პანსიონატ-პოლიკლინიკური გაერთიანების "ჟოეკვარის"(გაგრა) ექიმი-ორდინატორი; 1967-1987წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის პოლიკლინიკის ექიმი-ორდინატორი; 1987-1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა №3 კათედრის დოცენტი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის ნაწილი გამოქვეყნებულია უცხოურ პრესაში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თრომბოჰემორაგიული სინდრომი"("საბჭოთა საქართველო", 1989). 1985 წელს თბილისის ჯანდაცვის სამმართველოსთან არსებული ექიმთა საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა თერაპევტის უმაღლესი კატეგორია. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზური პროცესის მოშლის მკურნალობა გაურთულებელი და გართულებული ბრონქული ასთმით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.302

Awards and Honors

  • სახელმწიფო პრემია (თანაავტორებთან ერთად)

Share: