The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელენტი ყურაშვილი

დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1917  (107 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯოლევი, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1940 წელს.

1940-1946წწ. იყო საბჭოთა არმიის სხვადასხვა შენაერთების უფროსი ექიმი; 1947-1973წწ. თბილისის შრომის ჰიგიენის დაავადებათა ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის განყოფილების გამგე; 1971-1973წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის კურსის დოცენტი; 1974-1991წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა კათედრის გამგე; 1991 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 135 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პროფესიული ჰიგიენის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "უსაფრთხოების წესები შახტებში მომუშავეთათვის"(1955), "მეტეოროლოგიური პირობების ჰიგიენური დახასიათება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში"(1957), "ჩაისა და ციტრუსების ფუმოგაციაზე მომუშავეთა ციანოვანი შენაერთებით მოწამვლის კლინიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა"(1966), "რა უნდა იცოდეს ცხელი საამქროს მუშამ შრომის ჰიგიენაში"(1955), "მეთოდური სახელმძღვანელო შრომის ჰიგიენაში"(1989). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ექიმი-ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეტეოროლოგიური პირობებისა და სასმელი რეჟიმის ჰიგიენური დახასიათება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში", დაიცვა 1958 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიის შავი მეტალურგიის საწარმოების ცხელი საამქროების მიკროკლიმატის ჰიგიენის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.302

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის აკადემია, წევრი (1997-)
  • სამეცნიერო-საატესტაციო და საფაკულტეტო საბჭო , წევრი
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • ჰიგიენისტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1985 - სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: