შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰამლეტ ყუფარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1958წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1958-1962წწ. თბილისის ქალაქის უროლოგიური დისპანსერის ენდოსკოპიური კაბინეტის გამგე; 1962-1965წწ. თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1965-1973წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან 2 მონოგრაფიაა. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროსტატექტომიის შემდეგ შარდის ბუშტის ყრუდ დახურვის საკითხისათვის", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.304 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |