The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰამლეტ ყუფარაძე

დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1958წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1958-1962წწ. თბილისის ქალაქის უროლოგიური დისპანსერის ენდოსკოპიური კაბინეტის გამგე; 1962-1965წწ. თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1965-1973წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან 2 მონოგრაფიაა. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროსტატექტომიის შემდეგ შარდის ბუშტის ყრუდ დახურვის საკითხისათვის", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.304

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: