The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ყუფარაძე

დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1922  (101 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1945 წელს.

1946-1947წწ. იყო სოფ. ჭალადიდისა და ლეძაძამეს(სენაკის რაიონი) უბნის ექიმი; 1946-1947წწ. რუსთავის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1948-1949წწ. ლენინგრადის ქირურგიული ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1949-1952წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტი, 1952-1957წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1957-1961წწ. ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ძვალ-სახსრის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1961-1962წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1962-1964წწ. ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1964 წელს ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1964-1970წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრის პროფესორი, სახსრისა და ძვლის ტუბერკულოზის კურსის ხელმძღვანელი; 1970-1981წწ. ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის განყოფილების ხელმძრვანელი; 1981-1987წწ. ამავე ინსტიტუტის ფილტვგარეშე ტუბერკულოზის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ძვლების და სახსრების დაავადებათა აქტიურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური წერილები: "ძვალ-სახსრის ტუბერკულოზი"(1969), "ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის რენტგენოგრაფიის ტექნიკა"(1973), სახელმძღვანელოები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. სახსრებისა და ძვლების ტუბერკულოზის სპეციალისტი, ფტიზიოორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის ნაწვეთი აბსცესი ექსპერიმენტში", დაიცვა 1953 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის დროს ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობა", დაიცვა 1960 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.303

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: