The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თედო დუნდუა

თედო დუნდუა
Date of birth:1 August, 1961  (63 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია ფაკულტეტი 1983 წელს.

1984-2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე; 2006-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული, 2010 წლიდან კი სრული პროფესორია; 2006 წლიდან დღემდე არის ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ლექტორი ევროპული კვლევების ინსტიტუტში; მისი კვლევა ციკლური განვითარების ოდესღაც პოპულარული თეორიის რეანიმაციის ცდაა; ეს არის ახალი კონცეფცია - ციკლური დიალექტიკა, ამავე დროს დედუქციური მეთოდი, რომლის საშვალებითაც ისტორიკოსი ცდილობს სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის ნებისმიერი გამოვლენის ზუსტ ფიქსაციას; აღნიშნული მეთოდი პრინციპულად განსხვავებული თეზების ჩამოყალიბების ბაზისად იქცა; მისი ნაშრომი ისტორიულ-ნუმიზმატიკური ტიპისაა; ნუმიზმატური მასალა მისთვის ერთ-ერთი წყაროა; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.511; geohistory.humanities.tsu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია(თსუ), პრეზიდენტი (1997-2002)

Bibliography


Share: