The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი გუზიკოვი

Date of birth:28 March, 1887
Date of death:24 December, 1972  (at 85 years)
Category:Scientist, Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხარკოვი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1913 წელს(სავიოლინო).

1913-1914წწ. სწავლა განაგრძო პარიზში; 1915-1918წწ. მოღვაწეობდა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში; მეგობრობდა ზ. ფალიშვილითან, დ. არაყიშვილთან; 1916-1918წწ. იყო თბილისის მუსიაკლური სასწავლებლის პედაგოგი, 1923-1961წწ. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი(კვარტეტის კლასი), 1927 წლიდან პროფესორი; 1923 წელს მოსკოვის კონსერვატორიაში დააარსა საკვარტეტო და კამერული ანსამბლის კლასები, 1923-1934წწ. იყო საორკესტრო კათედრის დეკანი, 1936-1944წწ. კვარტეტის კათედრის გამგე; წლების მანძილზე ხელს უწყობდა ჩამოყალიბებას და ხელმძღვანელობდა: კომიტასის, სპენდიაროვის, გლინკას, ტანეევის სახელობის და საქართველოს სახელმწიფო სიმებიან საკვარტეტო ანსამბლებს; ევგენი გუზიკოვის მიერ რედაქტირებულია: ბეთჰოვენის, გრიგის, ფრანკის, ბოროდინის, ჩაიკოვსკის კვარტეტები; იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული ანსამბლის პედაგოგი; რუსი მევიოლინე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1941).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 128

Awards and Honors

  • 1952 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: