The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტუკა გულისაშვილი

ტუკა გულისაშვილი
Legal name:ეთერ გულისაშვილი
Date of birth:27 October, 1941
Date of death:3 March, 2025  (at 83 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს (საფორტეპიანო).

1967 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (სავალდებულო ფორტეპიანო), 2003 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას; ის არის მრავალი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელი და პროპაგანდისტი, მათ შორის: ნ. გუდიაშვილი -  საფორტეპიანო კონცერტი N4 "მშობლიური ბუნების სურათები" (1961), ვოკალური ციკლი (1967), საფორტეპიანო სონატები N1, N2 (1975), საფორტეპიანო სიუიტები N1, N2 (1976, 1978), 24 საფორტეპიანო პრელუდია (1979), საფორტეპიანო კვინტეტი (1981), მ. შუღლიაშვილი ვარიაციები (1962), მისივე სექსტეტი 2 ფორტეპიანოსა და სიმებიანი კვარტეტისათვის (1976), ა. მაჭავარიანი პრელუდია და ფუგა (1970), ო. თაქთაქიშვილი "დუდუკი" (1970), ე. შავერზაშვილი საფორტეპიანო მინიატურები, პიესები (1969), ვალსი "Romantik"(2000), ფ. ღლონტი ვალსი ოპერიდან "იბერიელები" (1969), ნ. გაბუნია საფორტეპიანო სონატა N2 (1970), ნ. ვაწაძე საფორტეპიანო კონცერტი(1963), ე. სანაძე საფორტერპიანო სონატა (1972), დ. ჩხეიძე "10 წამიერება" (1972), ვ. ცაგარეიშვილი "4 ნოველა" (1973); სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენი N3, ბარტოკი N2, პროკოფიევი N3, შოპენი N1, ჩაიკოვსკი N1; კამერული რეპერტუარი: შოპენი სონატები, სკერცოები, ბალადები, პრელუდიები, ვალსები, ლისტი ეტიუდები, შუბერტი სონატები, შუმანი "კარნავალი", პროკოფიევი საფორტეპიანო სიუიტა ბალეტიდან "რომეო და ჯულიეტა"; გასტროლებით იმოგზაურა: საქართველო, სსრკ, გერმანია, რუსეთი; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 129



Share: