The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ გუნაშვილი

ვახტანგ გუნაშვილი
Date of birth:12 February, 1926
Date of death:9 October, 2010  (at 84 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო სტუდია 1949 წელს.

1937-1940წწ. სწავლობდა ქართულ ცეკვებს(მ. რაქვიაშვილის სტუდია); 1945-1946წწ. იყო საქართველოს ფილარმონიასთან არსებული ანსამბლის მოცეკვავე(ხელმძღვანელი ჯ. ბაგრატიონი); 1945-1959წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, ხოლო 1959 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: 20-ზე მეტი საბალეტო პარტია, მათ შორის: ჯარჯი (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), დერვიში, რევაზი (გრ. კილაძე "სინათლე"), მამია (დ. თორაძე "გორდა"), დემონი (ს. ცინცაძე "დემონი"), იაგო (ა. მაჭავარიანი "ოტელო"), ბერიკა, მხატვარი (ბ. კვერნაძე "ბერიკაობა", "მხატვრის სახელოსნოში"), კლავდიუსი(რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"), ვაჟი(ბახი "პასაკალია"); სხვა რეპერტუარი: ბაზილი (მინკუსი "დონ კიხოტი"), უფლისწული (ჩაიკოვსკი "მაკნატუნა"), ვაცლავი (ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), დონ ჟუანი (რ. შტრაუსი "დონ ჟუანი"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ყველა ქართულ ოპერაში ასრულებდა ცეკვას "ქართული", ამ ცეკვით განსაკუთრებით გაითქვა სახელი, მისი პარტნიორი იყო იამზე დოლაბერიძე; ცეკვების დადგმები საოპერო სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ო. თაქთაქიშვილი "მინდია" (1973-1974წწ. ქ. ზაარბრიუკენი, გერმანია); 1939 წელს მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკური ოლიმპიადის I პრემია "ქართულის" და "ინგუშურის" შესრულებისთვის. გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: აშშ, კანადა, ალჟირი, მაროკო, ტუნისი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 129; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.101

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: