შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამიშვილი-ტიტელი კლარა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ვოკალურ ხელოვნებას ეუფლებოდა თბილისში ი. რატილთან, პეტერბურგში ფრანციგერთან, ვენის კონსერვატორიაში პედაგოგ ი. ფუკსისთან, პარიზში მ. მარკეზთან, დეზირე არტო(ყველა ვოკალში); მისი დებიუტი შედგა ქ. კიოლნში(გერმანია) მეიერბერის ოპერაში "ჰუგენოტები"; გამოსვლები ჰქონდა პარიზში - მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა"; XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დამდეგს წარმატებით მართავდა კამერულ კონცერტებს, მათ შორის საქველმოქმედოს, 1896 წლის თებერვალსა და მაისში და 1900 წლის მარტში საქველმოქმედო კონცერტი გამართა თბილისში; თბილისში მისი კონცერტმაისტერი იყო ბ. მ. ამირაჯიბი; კამერული რეპერტუარი: ასრულებდა დ. არაყიშვილისა და სხვა ქართულ რომანსებს; პარიზში მას უწოდებდნენ "პრინცესა ჟორჟიენ"-ს; საოპერო მომღერალი, კოლორატურული სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 131
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |