შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენია გურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი 1954 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური). 1954 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული აქვს 70-მდე სცენური სახე, მათ შორის ოპერეტები: ჭრიჭინა (რ. გაბიჩვაძე "ჭრიჭინა"), ფატი, თინა (შ. მილორავა "საყვარელი დისშვილი", "სიმღერა თბილისზე"), მარინე (რ. ლაღიძე "კომბლე"), ნუცა (ა. შავერზაშვილი "აღლუმი"), ქიგალე(ნ. გუდიაშვილი "სალხინობელი"), ტასია (შ. აზმაიფარაშვილი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), სოფო, ლიზა (გ. ცაბაძე "კურკას ქორწილი"); სხვა რეპერტუარი: პერიკოლა (ოფენბახი "პერიკოლა"), სილვა, პალინსკაია, მარიცა, ვიოლეტა(კალმანი "სილვა", "ცირკის პრინცესა", "მარიცა", "მონმარტრის ია"), ჩანიტა (მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"), ანჟელიკა (მოდუნიო "შავი ურჩხული"), გულჩორა (ჰაჯიბეკოვი "არშინ მალალან"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.132 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |