Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ციალა გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა შ. რუსთაველი სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობის განხრით 1963 წელს. 1964 წლიდან იყო თბილისის მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული მთავარი როლი, მათ შორის: ბუჭუტა (შ. ჯოჯუა "უცნაური მკვლელობა"), ბოლოქანქარა (ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"), მარიტა (ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ფრონტზე"), ეკა, დოფინა (შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე", "გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს"), ლოტა, მირანდოლინა, მარგო (გ. ცაბაძე "ჩემი შეშლილი ძმა", "მირანდოლინა", "კურკას ქორწილი"); სხვა რეპერტუარი: ანჟელიკა (მოდუნიო "შავი ურჩხული"), ჩანიტა (მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"), თელი (ჰაჯიბეკოვი "არშინ მალალან"), მარჯორი (ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი"). ც. გურგენიძემ ფილმებში განასახიერა როლები: ცუცა ("კუჩხი ბედნიერი"); ქეთო ყარაულაშვილი ("სიყვარული ყველას უნდა"); დედა ("თბილისი ჩემი სახლია"); დუდა ("მრავალი წერტილი"). კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 132; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.124 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |