შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ შავდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1972 წელს. 972-1974წწ. იყო ქუთაისის სანეპიდსადგურის განყოფილების უფროსი; 1974-1978წწ. სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1981წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანეპიდსამმართველოს უფროსის მოადგილე; 1981-1986წწ. სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი;1986-1990 წლებში სანეპიდსამმართველოს უფროსი; 1990 წლიდან სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰალოფილური ვიბრიონების გავრცელება საქართველოში", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.305 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |