The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან შალამბერიძე

დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1976წწ. იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მედსანნაწილის საამქროს თერაპევტი; 1976-1978წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1978-1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1979-1989წწ. რესპუბლიკური ს/პ რევმატოლოგიური ცენტრის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე განყოფილებას; 1993 წლიდან-ფარმაკოლოგიური კომიტეტის კლინიკური კვლევის განყოფილებას. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პოდაგრული ართრიტის კლინიკასა და მიმდინარეობას, რევმატიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიას, რევმატულ დაავადებათა ფარმაკოთერაპიას, ახალი მედიკამენტების აპრობაციას. გამოქვეყნებული აქვს "რევმატოლოგიური ცნობარი"("მეცნიერება", თბილისი, 1996). რევმატოლოგი, კლინიკური ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აკად. ვ. წითლანაძის სახელობის საქართველოს ს/პ რევმატოლოგიური ცენტრის სახსრების არაანთებითი და მეტაბოლური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელი. ფარმაკოლოგიური კომიტეტის კლინიკური კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი. ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო აკადემიის კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოდაგრული ართრიტის დიფერენციალური დიაგნოსტიკა კლინიკურ-ლაბორატოროული და რენტგენოლოგიური ნიშნების მათემატიკური შეფასების  საფუძველზე", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.306

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რევმატოლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი
  • ფარმაკოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: