The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატიანა დუნენკო

ტატიანა დუნენკო
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1912
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 1999  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1949 წელს.

1930 წლიდან იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის კონცერტმაისტერი; 1940-1988წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიის საკონცერტმაისტერო ხელოვნების კათედრაზე; როგორც კონცერტმაისტერი თანამშრომლობდა არაერთ გამოჩენილ ქართველ მომღერალთან და მათი შემოქმედებითი წარმატების თანამონაწილე იყო; XX საუკუნის 30-იან წლებში პროფესორ მ. კამოევასთან ერთად შექმნა პირველი ქართული საფორტეპიანო დუეტი; ფლობდა ვრცელ საოპერო-საკონცერტმაისტერო რეპერტუარს, იყო კლასიკოსთა თუ თანამედროვე საოპერო კომპოზიტორთა შემოქმედების შესანიშნავი ინტერპრეტატორი; ფართო იყო მისი კამერული და სოლო საფორტეპიანო რეპერტუარიც; მან შექმნა ქართველ პიანისტ-აკომპანიატორთა მთელი სკოლა; პიანისტი, კონცერტმაისტერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.511; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.363

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1984 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: