შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ დურმიშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1973 წელს. 1974 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; 1974,1978, 1984, 1999, 2006, 2009 წლებში მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენები თბილისში, აგრეთვე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (1977), მოსკოვში (1979), იტალიაში (1980); მიღებული აქვს მონაწილეობა ქართული სახვითი ხელოვნებისადმი მიძღვნილ რეტროსპექტიულ გამოფენაში(თბილისი, მხატვრის სახლი, 1987); ძირითადი ნამუშერვრები: "ბესიკის ქუჩა", "სოლოლაკი", "კლდიაშვილის ქუჩა", "ჩვენი ეზო", "ნატურმორტი იებით", "თევზები", "მსხლები" (1983, ყველა მხატვრის კუთვნილებაა), "ნინიკო", "ნუნუ"(1983), "ავტოპორტრეტი" (1981), "გ. დოჩანაშვილი"(1985); ავტორია გრაფიკული ნამუშევრებისა: "დაბადება", "ბებია შვილიშვილთან ერთად", "ცხენი", სერია "მხატვრის გახსენება" (1986); ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.512; სოლომონ არტ გალერეა: solomonartsgallery.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |