The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისანა შარაშენიძე

დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ასპინძის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1960 წელს.

1969-1972წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში; მუშაობდა თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში, ბავშვთა №6 პოლიკლინიკაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ასისტენტად, 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის დოცენტი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის და 2 მეთოდური რეკომენდაციისა, რომლებიც ეხება ფსიქოსომატიკას, ინფექციურ-ალერგიულ დაავადებათა  თავისებურებებს, თავის ტვინის ფუნქციონალური ასიმეტრიის ფსიქოსომატურ მდგომარეობას, სწავლების პროფილირებას, ცაციაობას, ბრონქოპულმონალური დაავადებების პათოგენეზის საკითხებს, ალერგიის, იმუნოლოგიის, ენდოკრინოლოგიის პრობლემებს. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქცია მშობიარეებსა და მათ ახალშობილებში სისხლის ABO ჯგუფური შეთავსების მიხედვით".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.307

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • პედიატრია : სახელმძღვ. სამედ. უნ-ტისა და ინ-ტების სპეც. სტუდ. (თანაავტორი). - თბილისი, მედეა, 2001. - 336გვ

გააზიარე: