The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ შარაშიძე

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა №1 კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1987-1990წწ. უფროსი ლაბორანტი, 1990-1992წწ. პედიატრიული, სან-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების შინაგან სნეულებათა კათედრის სტაჟიორ-პედაგოგი, 1992 წლიდან პროფილაქტიკური მედიცინის და სტომატოლოგიური ფაკულტეტების შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი. არის 9 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. თერაპევტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაღვლის ბუშტის  მორფო-ფუნქციური და კოაგოლემიური ცვლილებები უკენჭო და კენჭოვანი ქოლეცისტიტის დროს", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.307


გააზიარე: