The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან შარაშიძე

დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1966  (57 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1990 წელს.

1990-1991წწ. ინტერნატურის კურსი გაიარა ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში; 1991 წლიდან არის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის №1 კათედრის ასისტენტი. მონაწილეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გამხორცირლებულ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროგრამაში. ავტორია 9 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება არტერიული ჰიპერტონიის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს, მათ დროულ გამოვლინებას, ჰიპერტონული დაავადებების სიმძიმის ამსახველ კლასიფიკაციათა შეფასების ზოგიერთ ასპექტს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის ბლოკის თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპერტონიული დაავადების პროგრესირების კარდიო-ჰემოდინამიკური მაჩვენებლები", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.307


გააზიარე: