The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შარიფაშვილი

დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ასტრახანი (რუსეთი).

დაამთავრა ქ. ასტრახანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1984წწ. მუშაობდა ქ. გროზნოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1984-1994წწ. კასპის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1994 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის სისხლძარღვთა და გადაუდებელი ქირურგიის კათედრის თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომისა პლასტიკური ქირურგიის, სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეზოფაგოკარდიოპლასტიკა სეროზულ-კუნთოვანი ნაფლეთით კუჭის დიდი სიმრუდიდან სისხლძარღვოვან ფეხზე", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.308

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგიული, ტრანსპლანტოლოგიური, სისხლძარღვთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: