შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ ებანოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1971 წელს. 1957 წელს პირველი ლექსები გამოაქვეყნა; 1973 წელს პირველი გამოცემა "ლექსები" დაისტამბა; ავტორია პოეტური კრებულებისა: "მთვარის კელაპტარი" (1977), "წვიმის შვილი" (1979), "იწყება აღმართი" (1981), "ხატი მამული" (1985), "ციდან დასარეკი ზარები" (1986), "მარადიული რთველი" (1989), "პოემები" (1990), "რჩეული" (2008), "70 ლექსი"(2009); მას ეკუთვნის წერილების კრებული - "ფიქრები პოეზიაზე" (1998); ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსებისა; მისი პოეზია გამოირჩევა ვერსიფიკაციული მრავალფეროვნებით, თუმცა ძირითადად ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციებს ემყარება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.527; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.102; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.126 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |