The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ზაალ ებანოიძე

ზაალ ებანოიძე
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1939  (78 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1971 წელს.

1957 წელს პირველი ლექსები გამოაქვეყნა; 1973 წელს პირველი გამოცემა "ლექსები" დაისტამბა; ავტორია პოეტური კრებულებისა: "მთვარის კელაპტარი"(1977), "წვიმის შვილი"(1979), "იწყება აღმართი"(1981), "ხატი მამული"(1985), "ციდან დასარეკი ზარები"(1986), "მარადიული რთველი"(1989), "პოემები"(1990), "რჩეული"(2008), "70 ლექსი"(2009); მას ეკუთვნის წერილების კრებული - "ფიქრები პოეზიაზე"(1998); ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსებისა; მისი პოეზია გამოირჩევა ვერსიფიკაციული მრავალფეროვნებით, თუმცა ძირითადად ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციებს ემყარება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.527

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 2006 - ლადო ასათიანის სახელობის პრემია
  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: