The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგრაზ ებანოიძე

ნუგრაზ ებანოიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხობი

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1965 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი მუშაობდა ხობის "საქსოფლტექნიკაში" ინჟინრად, შემდგომ - სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში მასწავლებლად; 1969-1971წწ. - სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ქ. თბილისის სამთო მიწათმოქმედების და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დაბრუნდა ინსტიტუტში ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრაზე ჯერ უფრო მასწავლებლად, შემდგომ - დოცენტად; სხვადასხვა დროს იყო მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, აგრობიზნესის ინჟინერთა ფაკულტეტის დეკანი; 2001 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება; 2006-2009წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის რექტორი; 2009 წლიდან - უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, მათ შორის სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მანქანათა კომპლექსის დამუშავება; გამოქვეყნებული აქვს 14 საავტორო მოწმობა და პატენტი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2003).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.527; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.109-110

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2007-)
  • ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: