The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ამირან ებრალიძე

ამირან ებრალიძე
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1941  (76 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საყვირის განხრით 1969 წელს.

1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში, მღეროდა სხვადასხვა კოლექტივებთან ერთად; 1961-1981წწ. იყო ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლ "დიელოს" სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი; 1979-1982წწ. საესტრადო ორკესტრ "რეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1983-1991წწ. მუშაობდა კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1993 წლიდან კვლავ განახლებული ანსამბლის "დიელოს" ხელმძღვანელია; არის არაერთი საესტრადო სიმღერის, მუსიკისა და ჯაზური არანჟირების ავტორი და შემსრულებელი; რამდენიმე საკავშირო კონკურსის ლაურეატი; გასტროლებით მოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; გადაღებულია კინოფილმებში: "წარსული ზაფხული", "შეხვედრა მთაში"; ესტრადის მომღერალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.530

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

გააზიარე: