Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ებრალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საყვირის განხრით 1969 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში, მღეროდა სხვადასხვა კოლექტივებთან ერთად; 1961-1981წწ. იყო ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლ "დიელოს" სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი; 1979-1982წწ. საესტრადო ორკესტრ "რეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1983-1991წწ. მუშაობდა კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1993 წლიდან კვლავ განახლებული ანსამბლის "დიელოს" ხელმძღვანელია; არის არაერთი საესტრადო სიმღერის, მუსიკისა და ჯაზური არანჟირების ავტორი და შემსრულებელი; რამდენიმე საკავშირო კონკურსის ლაურეატი; გასტროლებით მოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; გადაღებულია კინოფილმებში: "წარსული ზაფხული", "შეხვედრა მთაში"; ესტრადის მომღერალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.530 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |