The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური დადიანი

იური დადიანი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს(გუნდის დირიჟორობა).

1970 წელს ჩამოაყალიბა სტუდენტური ანსამბლი "ქორალი"; 1970-1977წწ. იყო საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების კამერული გუნდის დირიჟორი; 1976-1977წწ. სტაჟირება გაიარა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგ ო. დიმიტრიადისთან(საოპერო და სიმფონიური დირიჟორობა); 1975-1980წწ. და 1985-1987წწ. თბილისის სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლების გუნდის ხელმძღვანელი; 1977-1981წწ. საქართველოს უსინათლოთა საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1980-1983წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1980-1986წწ. თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებლის პედაგოგი(დირიჟორი); 1983-1991წწ. თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის დირიჟორი; 1990 წელს ჩამოაყალიბა კამერული ორკესტრი, 1992 წელს კამერული ორკესტრი "მერანი"; 1992-1993წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი; 1993 წლიდან მოღვაწეობს გერმანიაში; 1994 წლიდან გერმანიის მუსიკალური აკადემია GEMA-ს წევრია; არის 200-მდე ნაწარმოების ავტორი; თანამშრომლობს 15 გამომცემლობასთან; ამჟამად რამდენიმე გუნდის ხელმძღვანელია; რეპერტუარი, ქართული - მუსიკალური კომედიები, ოპერეტები, მიუზიკლები: შ. მილორავა "დედისერთა ჯარში მიდის", "პაემანი ცაში", "ჩანჩურა", "სათაგური", მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები", ს. ცინცაძე "შვეიკ, შვეიკ, შვეიკ", გ. ცაბაძე "მეტეხის ჩრდილში"; ოპერები: რ. ლაღიძე "ლელა", ი. ბობოხიძე "ბურატინო"; კანტატა-ორატორია, გუნდები; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 134



გააზიარე: