შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი შარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968-1980წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1980-1991წწ. ჰეპატოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991 წლიდან განყოფილების გამგე. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომის, 9 მეთოდური რეკომენდაციის, მათგან 14 წაკითხულია მსოფლიო მნიშვნელობის კონფერენციებსა და ყრილობებზე, ნაშრომებში განხილულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ოპერაციული ქირურგიისა და ამ პათოლოგიათა ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის აქტუალური პრობლემები. სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა ახალგაზრდა სპეციალისტებს, მისი ხელმძღვანელობით მომზადებული მოხსენებათაგან 17 წაკითხულ იქნა ახალგაზრთა მეცნიერთა ყრილობაზე. არის მონოგრაფიის ავტორი: "ღირსეულ მამულიშვილთა ღვაწლის გახსენება"(ვაწაძეების ოჯახიდან ექიმთა ოთხი თაობა). ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ქირურგიის ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის განყოფილების გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭიაყელა ნაწლავის გავლენა მსხვილი ნაწლავის ინტრამერულ აპარატზე და მასში მიმდინარე ანთებადი პროცესის ინდუცირებასა და მიმდინარეობაზე", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.307 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |