The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატიანა შატილოვა

ტატიანა შატილოვა
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:2006  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1936 წელს.

1941–1944წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, მედიცინის სამსახურის კაპიტნის წოდებით; 1964–1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიუტის თვალის სნეულებათა კათედრის ორდინატორი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე; 1953–1960წწ. რიაზანის პავლოვის სახელობის სამედიცინო ინსტიუტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე; 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორი. ავტორია 160 სამეცნიერო ნაშრომის. ოფთალმოლოგიაში პირველმა აღმოაჩინა ტენზიორეცეპტორული ველი, შექმნა ახალი გამოკვლევის მეთოდი – "ელექტროცილიოგრაფია". ეკუთვნის იდეა სპეციფიკური სტიმულაციის ორგანოს რეგენერაციისთვის. 2002 წელს აშშ-ის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა წლის ადამიანების სიაში შეიყვანა და წლის ქალად დაასახელა. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თვალის ტუბერკულოზური დაავადებანი და მათი მკურნალობა ანატუბერკულოინით", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თვალის სისხლძარღვთა და ნერვების ცვლილებების მნიშვნელობა გლაუკომის პათოგენეზისათვის", დაიცვა 1959 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.308;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357; ავერსი: aversi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ოფთალმოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1964-)
  • ნიუ–იორკის სამედიცინო აკადემია (1998-)
  • საქართველოს მედიკობიოლოგიური აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1976 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: