The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატიანა შატილოვა

ტატიანა შატილოვა
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 2006  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1936 წელს.

1941–1944წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, მედიცინის სამსახურის კაპიტნის წოდებით; 1964–1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიუტის თვალის სნეულებათა კათედრის ორდინატორი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე; 1953–1960წწ. რიაზანის პავლოვის სახელობის სამედიცინო ინსტიუტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე; 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორი. მან თვალის კლინიკის უფროს ლაბორანტად მუშაობის პერიოდში ჩამოაყალიბა კლინიკაში პათოლოგ-ჰისტოლოგიის ლაბორატორია. ამავე დროს მუშაობდა კლინიკაში თვალის ნტუბერკულიოზით დაავადებულთა კაბინეტში. ასევე დაკავებული იყო IV სამკურნალო სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში; თბილისის თვალის დისპანსერში, ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და რკინიგზის თვალის განყოფილებაში. იგი, აწარმოებდა შემოვლებს, აკეთებდა ოპერაციებს და ა.შ. ავტორია 160 სამეცნიერო ნაშრომის. მისმა შრომებმა ბევრი სიახლე შეიტანა ოფთალმოლოგიის აქტუალურ პრობლემებში, მათ შორის გლაუკომის პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხებში. მისი შრომები საყოველთაოდ აღიარებულია და შეტანილია მოსკოვში გამოცემულ მრავალტომიან სახელმძღვანელოში . იგი ავტორია ორი ორიგინალური ოპერაციისა, როსთვისაც საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროდან მიეცა გამომგონებლის წოდება და სამკერდე ნიშანი. ოფთალმოლოგიაში პირველმა აღმოაჩინა ტენზიორეცეპტორული ველი, შექმნა ახალი გამოკვლევის მეთოდი – "ელექტროცილიოგრაფია". ეკუთვნის იდეა სპეციფიკური სტიმულაციის ორგანოს რეგენერაციისთვის. 2002 წელს აშშ-ის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა წლის ადამიანების სიაში შეიყვანა და წლის ქალად დაასახელა. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ოფთალმოლოგ ალექსანდრე შატილოვის შვილი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თვალის ტუბერკულოზური დაავადებანი და მათი მკურნალობა ანატუბერკულოინით", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თვალის სისხლძარღვთა და ნერვების ცვლილებების მნიშვნელობა გლაუკომის პათოგენეზისათვის", დაიცვა 1959 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.308; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357; ტატიანა შატილოვა – საქართველოში აკადემიური ოფთალმოლოგიის ფუძემდებელი / მარი აშუღაშვილი //ავერსი.-თბილისი,2020.-№182; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2010 წელი / ჯ. ქორჩილავა. თბ.,2010.-გვ.339-341

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული საკვალიფიკაციო საბჭო, წევრი
  • თბილისის ოფთალმოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1964-)
  • ნიუ–იორკის სამედიცინო აკადემია (1998-)
  • საკავშირო ოფთალმოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მედიკობიოლოგიური აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული გერონტოლოგთა და გერიატრთა საზოგადოების საბჭო, წევრი
  • საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული გლაუკომასთან ბრძოლისა კომიტეტი, თავმჯდომარე
  • ქ. რიაზანის (რსფსრ) საოლქო ოფთალმოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1976 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: