The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე შაფათავა

დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მინსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1971 წელს, ყირიმის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–1979წწ. იყო სიმფეროპოლის N6 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1979-1982წწ. ხარკოვის ზოგადი და გადაუდებელი ქირურგიის კვლევითი ინსტიტუტის კლინიკის ენდოსკოპური და კუჭნაწლავის ქირურგიის განყოფილების გამგე; 1982–1988წწ. ამავე კლინიკის ფილტვის და შუასაყარის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1989 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიულ სნეულებათა N2 კათედრის უფროსი ლაბორანტი, ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუჭის წყლულის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე ასპექტები", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.309

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • პიროგოვის სახელობის ქირურგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: