The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა შაყულაშვილი

ნანა შაყულაშვილი
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1944  (81 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1968–1978წწ. - ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979–1993წწ. - ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების ხელმძღვანელი; 1991–1998წწ. - რესპუბლიკის სამეცნიერო-პრაქტიკული რევმატოლოგიური ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელი; 1998 წლიდან - ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი-რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1993), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოდაგრით შეპყრობილთა დიფერენცირებული კურორტული მკურნალობა", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პერიფერიული სახსრების და ხერხემლის ოსტეოართროზი საქართველოში", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.309; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.377

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რევმატოლოგთა ასოციაცია, გენერალური მდივანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: