შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ შელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1945 წელს. 1945–1947წწ. იყო შსს ექიმი–ქირურგი; 1948–1950წწ. გაიარა ორდინატურა ზოგად ქირურგიაში; 1950–1952წწ. მუშაობდა 31–ე საავიაციო ქარხნის მედ. სანიტარული ნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგედ; 1952–1958წწ. იყო ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კივლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1958–1961წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კურსის ასისტენტი; 1961–1966წწ. ლენინგრადის ნეიროქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი; 1967–1969წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1970–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის გვერდითი პარკუჭების ტრავმული დაზიანების კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1956 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ეპენდიმომები(კლინიკა, მორფოლოგია და ქირურგიული მკურნალობა)", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.310 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |