The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტომ შელია

დაბადების თარიღი:10 მაისი, 1924  (99 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1945 წელს.

1945–1947წწ. იყო შსს ექიმი–ქირურგი; 1948–1950წწ. გაიარა ორდინატურა ზოგად ქირურგიაში; 1950–1952წწ. მუშაობდა 31–ე საავიაციო ქარხნის მედ. სანიტარული ნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგედ; 1952–1958წწ. იყო ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კივლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1958–1961წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კურსის ასისტენტი; 1961–1966წწ. ლენინგრადის ნეიროქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი; 1967–1969წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1970–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის გვერდითი პარკუჭების ტრავმული დაზიანების კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1956 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ეპენდიმომები(კლინიკა, მორფოლოგია და ქირურგიული მკურნალობა)", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.310

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მედიკოსთა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ნ. ა. ბურდენკოს სახელობის პრემიის ლაურეატი

გააზიარე: