შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა შენგელაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს. 1979–1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი ნეიროქირურგიის დარგში; 1981–1983წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1983–1986წწ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა; 1986 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიული კურსის ასისტენტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის, 7 ნაშრომი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სუპრატენტორიული ტრეპანაციის დროს კანის ხაზოვანი განაკვეთების კლინიკურ–ანატომიური დასაბუთება", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.311 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |