The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯილდა დათუაშვილი

ჯილდა დათუაშვილი
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1946
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1971  (24 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სკოლა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1969 წელს (ქიმიური).

1964-1966წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; რეპერტუარი: ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო სიმღერები, მათ შირის: ნ. გიგაური "ჩუმად მითხარი"; გასტროლებით შემოიარა: მოსკოვი, ლენინგრადი, საფრანგეთი; მისი პორტრეტი დახატა კ. სანაძემ (1974, ფერწერა), მ. ბობოხიძემ (1974, ფერწერა); 1970 წელს თბილისში გამართა უკანასკნელი კონცერტი; მიღებული ქონდა საერთაშორისო ბავშვთა ბანაკის ოქროს მედალი და "საუკეთესო არტეკელის წოდება"  ("არტეკი", ყირიმი, უკრაინა, 1961), საკავშირო კონკურსის I პრემია (ჩელიაბინსკი, 1969). პოპულარული საესტრადო მომღერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 139; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com


გააზიარე: