შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე-რობერტ დარახველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1948–1950 წლებში ცეკვავდა თბილისის ცენტრალური კულტურის სახლისა და ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედ კოლექტივებში, აგრეთვე, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის დამსახურებულ ანსამბლში; 1951 წელს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში; შემდგომ წლებში მთელი შემოქმედება საბავშვო ქორეოგრაფიას მიუძღვნა; როგორც დამოუკიდებელი ქორეოგრაფი ხელმძღანელობდა მის მიერ შექმნილ ანსამბლებს: "კავკასიონი", "საქართველო", "მერცხალი", "ია"; მათთან ერთად იმოგზაურა ქვეყნის და საზღვარგარეთის მრავალ ქალაქში; დადგმული აქვს ცეკვები: "მოხევის ქალო თინაო", "ციცინათელა", "ყვავილების კრეფა", "ნორჩი მხედრები", "ნორჩი მწყემსი". მოღვაწეობდა: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, განათლების მუშაკთა კულტურის სახლში, თბილისის პირველ სკოლაში, კავშირგაბმულობის მუშაკთა კულტურის სახლში, პროფკავშირების კულტურის სასახლეში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 142; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.79; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.56-57; ქორეოგრაფი ალექსანდრე დარახველიძე გარდაიცვალა : ქორეოგრაფი, 1931-2020 : ნეკროლოგი // ახალი თაობა.-თბილისი, 2020.-28 აპრილი.-N 94.-გვ.6 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |