The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1948–1950წწ. ცეკვავდა საქართველოს სიმღერისა და  ცეკვის დამსახურებულ ანსამბლში; 1950-1951წწ. ვასო აბაშიძის სახ. მუსიკალური  კომედიის  თეატრში; 1951 წელს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში; შემდგომ წლებში მთელი შემოქმედება საბავშვო ქორეოგრაფიას მიუძღვნა. როგორც დამოუკიდებელი ქორეოგრაფი ხელმძღანელობდა მის მიერ შექმნილ ანსამბლებს: "კავკასიონი’", "საქართველო", "მერცხალი", "ია’". მათთან ერთად იმოგზაურა ქვეყნის  და საზღვარგარეთის მრავალ ქალაქებში. დადგმული აქვს შემდეგი ახალი ცეკვები: "მოხევის ქალო თინაო", "ციცინათელა", "ყვავილების კრეფა", "ნორჩი მხედრები", "ნორჩი მწყემსი". მოღვაწეობდა: მოსწავლე ახალგაზრდობის  სასახლეში, განათლების მუშაკთა კულტურის სახლში, თბილისის პირველ სკოლაში, კავშირგაბმულობის მუშაკთა კულტურის სახლში, პროფკავშირების კულტურის სასახლეში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 142; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.79

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი
  • სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: