The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



არჩილ ებრალიძე

არჩილ ებრალიძე
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1908
გარდაცვ. თარიღი:15 აგვისტო, 1960  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე 1924-1926წწ.; მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე 1926-1928წწ.; დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1935 წელს.

რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სსრკ ჩემპიონატის ნახევარფინალში, ერთხელ ფინალში(1937); იყო ტ. პეტროსიანის მწვრთნელი; ქართულ ენაზე თარგმნა ე. ლასკერის, ხ. კაპაბლანკას, მ. ეივეს და ი. ავერბახის შრომები; მოჭადრაკე, ქართული საჭადრაკო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.530

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1948 - ამიერკავკასიის ტურნირი ჭადრაკში, მე-3 ადგილი
  • 1946 - საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში
  • 1941 - სსრკ სპორტის ოსტატი
  • 1941 - საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში
  • 1939 - საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში
  • 1938 - საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში
  • 1937 - თბილისის ჩემპიონი ჭადრაკში
  • 1935 - თბილისის ჩემპიონი ჭადრაკში
  • 1935 - ამიერკავკასიის ჩემპიონატი ჭადრაკში, მე-2 ადგილი
  • 1934 - თბილისის ჩემპიონი ჭადრაკში

გააზიარე: