შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969-1980წწ. იყო ტროპიკული მედიცინისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1980-1987წწ. აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის რეანიმატოლოგი, 1987-1991წწ. ამავე ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1987-1990წწ. ამავე ინსტიტუტის რეანიმაციის განყოფილების გამგე; 1991 წლიდან ნარკოლოგიური საავადმყოფოს სტაციონარული განყოფილების გამგე. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოლოგიის საკითხებს ძველ ქართულ სამედიცინო ძეგლებსა და ხალხურ მედიცინაში. თანაავტორებთან ერთად(ს. ხუციშვილი, ჯ. ორჩილავა) გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ივანე ელიაშვილი"(1980). კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია და მისი მკურნალობის მეთოდები შუა საუკუნეების ქართულ ხალხურ მედიცინაში", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.311 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |