შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან ებრალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1932 წელს. 1932-1938წწ. მუშაობდა საკავშირო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილების ტექნიკოსად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად, ენერგეტიკის სექტორის უფროსად; მონაწილეობდა რიწეულის, სოხუმის, დარიალისა და სხვა ჰესების დაპროექტებაში; 1938-1953 და 1958-1969წწ. სოხუმის, ხრამ-I-ის, სამგორის, გუმათის, ბჟუჟის ჰესების მშენებლობაზე ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები; საექსპლუატაციოდ გაშვებამდე ხელმძღვანელობდა ხრამჰეს-2-ის მშენებლობას; 1963-1965წწ. ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველის მოადგილე და ერთდროულად ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი იყო; 1965-1969წწ. - ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1969 წლიდან იყო მაროკოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უფროსის მოადგილე და მთავარი ინჟინერი; 1973 წლიდან მუშობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. მიღებული აქვს ორჯერ წითელი დროშის და ორჯერ საპატიო ნიშნის ორდენები და მედლები. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.530; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.58 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |