The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ებრალიძე

რევაზ ებრალიძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1921
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 1980  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში 1940-1942წწ.; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს.

1946-1948წწ. მუშაობდა უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების კულტურული განყოფილების მთავარ რედაქტორად; 1950-1957წწ. ვოლგა-დონის არხის მშენებლობის ერთ-ერთი მონაკვეთის მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან გარდაცვალებამდე კინოსტუდია "ქართული ფილმის" შემოქმედებით გაერთიანებაში; მან ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო, როგორც თეატრის დრამატურგმა; მისი პირველი კომედია "მეგობრები" დაიდგა თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში(1950, თანაავტორი და რეჟ. - ლ. ჭუბაბრია); მისი პიესები დაიდგა - კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში("ნანა", 1955, რეჟ. - თ. წეროძე), თელავის სახელმწიფო თეატრში ("ჩამოდით ჩვენთან", 1947, რეჟ. - ა. მაღლაკელიძე), თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში(ლიტ.-დრამ. კომპოზიცია "ვეფხისტყაოსანი", 1966, რეჟ. - ა. ჩხარტიშვილი), თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ("მე გაზაფხულზე მომკლეს", რეჟ. - ვ. ანდრონიკაშვილი); განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად პიესას "თანამედროვე ტრაგედია", რომელიც 1960 წელს დაიდგა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში (რეჟ. - ა. ჩხარტიშვილი); 1961 წელს ეს პიესა ასევე დაიდგა მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის სახელმწიფო თეატრში(რეჟ. - მ. იანშინი); ხოლო 1974 წელს სათაურით "გზა მზისკენ" - გერმანიაში ქ. ზაარბრიუკენში (რეჟ. - ჰ. ვედეკინი); მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო და მულტიპლიკაციური ფილმები; მხატვრული ფილმებიდან აღსანიშნავია: "ამბავი ერთი ქალიშვილისა" (1959, რეჟ. - მ. ჭიაურელი), "ქალაქი ადრე იღვიძებს" (1968, რეჟ. - ს. დოლიძე), "უდიპლომო სასიძო"(1961, რეჟ. - ლ. ხოტივარი); დოკუმენტური ფილმებიდან: "კოტე მარჯანიშვილი" (1962, რეჟ. - ჭელიძე), "ზაქარია ფალიაშვილი" (1971, რეჟ. - ვ. ვალიშვილი); მულტიპლიკაციური ფილმებიდან: "მტრობა" (1956, რეჟ. - ა. ხინთიბიძე), "წუნა და წრუწუნა" (1958, რეჟ. - ა. ხინთიბიძე); ეს პიესები თარგმნილია რუსულ ენაზე; კინოსცენარისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.530

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის გამგეობა, წევრი (1959-)
  • სსრკ კინომატოგრაფისტთა კავშირის გამგეობა, წევრი (1959-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1977 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: