შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968-1970წწ. მუშაობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში; 1971-1972წწ. თბილისის მე-15 პოლიკლინიკაში; 1972 წლიდან კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 1974 წლიდან წყალტუბისა და ახტალის, 1976-1990წწ. კი №11 და №17 პოლიკლინიკების კონსულტანტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნევროლოგიური ავადმყოფების მკურნალობას კურორტული და ფიზიო ფაქტორებით. გამოქვეყნებული აქვს: "ნევრასთენიით დაავადებულების კომპლექსური კურორტული მკურნალობა-მეთოდიკა"("განათლება", 1982), "დისკოგენური რადიკულით დაავადებულების კომპლექსური კურორტული მკურნალობა-მეთოდიკა"("განათლება", 1990). ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნევრასთენიით დაავადებულებზე კომპლექსური კურორტული მკურნალობის გავლენა თერმულ-სულფიდური და სუბთერმული სუსტად რადიოაქტიური აზოტური სუსტად მინერალიზებული წყლების გამოყენებით", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.311 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |